საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი როლანდ პრაისს, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.
„30 წელზე მეტია, მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მთავარი თემები, რაზედაც დღეს ვისაუბრეთ ის პროექტებია, რომლებიც სწორედ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მყისიერი გადახდების სისტემა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იქმნება და რომელიც საქართველოში გადახდების სისტემას გაცილებით უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის. ასევე, ვისაუბრეთ მდგრადი ფინანსების და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც. მთლიანობაში პოზიტიური შეხვედრა შედგა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა თურნავამ.
„მსოფლიო ბანკისთვის დიდი პატივია საქართველოს ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა. ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ვმუშაობთ ახალი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე. ცენტრალური ბანკის როლი მნიშვნელოვანია მთავრობასთან ერთად მიმდინარე რეფორმების განსახორციელებლად. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულების პროექტები განვიხილეთ, რომლებზეც ერთობლივად ვმუშაობთ”, – განაცხადა პრაისმა.