LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

152
სები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მელ კარვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა . გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ბანკში არსებულ მიმდინარე საკითხებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახოს“. – განაცხადა ნათია თურნავამ.

magti 5g