LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic Traveler -ის დამფუძნებელი: საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ტურიზმის სექტორში

71

National Geographic Traveler -ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ „საქართველო ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქვეყანაა და ის დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ტურიზმის სექტორში”.

ინოვაციები, რომლებსაც ახლა საქართველოში წარვადგენთ, მნიშვნელოვნად შეცვლიან როგორც ტურიზმს, ისე ყველა სხვა ბიზნესებს, – ამის შესახებ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის Welcome Challenge-ის სპიკერმა, National Geographic Traveler-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაუნ დრიუმ განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენცია Welcome Challenge-ი მთელს მსოფლიოში კარს გაუხსნის საქართველოს და წარმოაჩენს მას, როგორც ქვეყანას, რომელსაც უნდა ესტუმრო, რათა გაეცნო როგორც ტურიზმის, ისე სხვა სფეროებში დანერგილ ტექნოლოგიებს.

„მოხარული ვარ, რომ ეს გლობალური ფორუმი აქ ტარდება. საქართველო ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქვეყანაა და მე ვფიქრობ, რომ ის დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, მას მოაქვს ახალი ბიზნესი, ახალი შესაძლებლობები და ასევე, აახალგაზრდავებს და სიცოცხლით ავსებს ქვეყნებს“, – განაცხადა დაუნ დრიუმ.

შეგახსენებთ, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia -ის ფარგლებში 23 – 26 ოქტომბერს ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g