LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

National Geographic Traveler – როგორ დავგეგმოთ იდეალური კულინარიული უქმეები თბილისში

120
თბილისი

National Geographic Traveler-მა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა.

სტატიის ავტორი ემილი ლაში National Geographic-ის მკითხველს თბილისის შესახებ მოუთხრობს, აცნობს საქართველოს დედაქალაქს, როგორც განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებას, სადაც უძველესი ტრადიციები და თანამედროვე კულტურა ერთმანეთთანაა შერწყმული.

ემილი ლაში თბილისის კულინარიულ მრავალფეროვნებასაც აღწერს და მკითხველს ქართული კერძების გასინჯვასა და ადგილობრივი ბაზრების მონახულებას ურჩევს.

სტატიის ავტორი ყურადღებას კახეთის მარნებზეც ამახვილებს: „სადღეგრძელოები, ქართული სიმღერები და სუფრის ტრადიციული ელემენტები – სწორედ აქ იგრძნობა ქართული სტუმართმოყვარეობის სული, რომელიც ქვევრში დაყენებულ ღვინოზეა დაფუძნებული“.

National Geographic Traveler-ის სტატია მკითხველს სთავაზობს ორდღიან დეტალურ გეგმას, როგორ დააგემოვნოს ქართული კერძები, გაეცნოს ქართულ კულტურასა და ბუნებას როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქის გარშემო. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების უნიკალურობა, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g