LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილის ახალი ლექსი: „არ ვიცი სადამდე გრძელდება ცხოვრება… მადლი მოფენილი სულ მემახსოვრება…“

186
ნატო გელაშვილი

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი მკითხველს ახალ ლექსს წარუდგენს, რომლის სახელწოდებაა – „მფარველ ანგელოზს“.

„არ ვიცი ვინა ხარ… უფალთან გიპოვე,

არ ვიცი სადა ხარ… ოცნებად მიტოვებ

თუმცა კი… თოვა რომ მომინდეს

ვიცი რომ… ითოვებს.

მე ჩემად დაგარქვი… ცხოვრების იმედი,

არასდროს არ მტოვებ, იცი რომ… მჭირდები,

თუმცა მედარდები…

ვიცი, რომ იღლები…

არ ვიცი სადამდე გრძელდება ცხოვრება…

მადლი მოფენილი სულ მემახსოვრება…

არ ვიცი სადა ხარ, არ ვიცი ვინა ხარ…

უბრალოდ მინდა, რომ იცოდე… მიყვარხარ“

ნ.გ. 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g