ნატო გელაშვილს 18 აპრილს 52 წელი შეუსრულდა.
ცნობილ კომპოზიტორსა და შემსრულებელს უამრავმა ადამიანმა მიულოცა დაბადების დღე.
დღეს მან მადლობის ნიშნად ლექსი გამოაქვეყნა:
„მადლობელი ვარ ყველასი თქვენი,
ვინც ერთგულების ჩამჭიდეთ ხელი!..
და რაც შევძელი, ცოტა თუ ბევრი,
ის, რომ ვიცხოვრე ამდენი წელი…
ის, რომ მიყვარდა და ის, რომ ვმღერი..
ის, რომ დავეცი და უცებ თქვენი
თბილი ხელები ვიგრძენი ბევრი…
მ ა დ ლ ო ბ ე ლ ი ვ ა რ !
სხვა მეტი რაღა,
უბრალოდ მწამდით,
უბრალოდ მწამხართ…
უღრმესი მადლობა სითბოსთვის, სიყვარულისთვის და ჩემი აპრილის გაფერადებისთვის!..
მარად თქვენი ნატო გელაშვილი!..“