LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილმა მომავალი რძალი ერთსაათიან რენტგენში გაატარა: „ეგოიზმი რძლის მიმართ უფრო მემართება, ვიდრე შვილის მიმართ…“

6874
gelashvilinews

ნატო გელაშვილი ახლახან დედამთილი გახდა. მისმა უფროსმა ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ თურქეთში დასვენებისას თავის რჩეულს ხელი სთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო. როგორც ნატო გელაშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, ამ ამბავმა ძალიან გააბედნიერა, ტელეფონით უამრავ მილოცვას იღებს და სიხარულით მეცხრე ცაზეა.

ნატო გელაშვილი:

„ეგოიზმი კი არა, იმდენად სავსე ვარ ამ ემოციით, ასე მგონია, ამ გოგომ მთლიანად შემავსო. და, მგონი, იმდენად მიყვარს, ეგოიზმი რძლის მიმართ უფრო მემართება, ვიდრე შვილის მიმართ (იცინის). ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩემთვის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქმე ჩემს ოჯახსა და შვილებს ეხება, მთლად ემოციას აყოლილი ადამიანიც არ ვარ. თავიდან იყო დაკვირვებული თვალი, რენტგენზე გატარება, მაგრამ წამებში მივხვდი, რამდენად კარგია. უკვე ძალიან შემაყვარა თავი – ამას გულწრფელად ვამბობ. არ დამავიწყდება, გიომ პირველად რომ მომიყვანა სახლში, მაშინ ნამდვილად მქონდა კრიტიკული თვალი (იცინის) მაგრამ ერთი საათი მეყო იმისთვის, გამეთავისებინა, რომ უკვე ჩემი გოგოა. კიდევ ვიტყვი, მან ახალი ემოციები შემოიტანა ჩვენს ოჯახში და პირადად ჩემში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g