LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს – ბენ ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი

ვროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი, გადამდგარი სამვარსკვალიანი გენერალი, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს.

როგორც მან განაცხადა, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20%-ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ ნატო-ში ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს.

„აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატო-ს წევრად მიიწვიოს. მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არიან ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს“, – განაცხადა გენერალმა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, „უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g