LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება – კომისიის სხდომაზე 3 მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა

62
FKCEEDFXoAAolSe

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.

პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა დარბაზში სადაც NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩი იმყოფებოდა.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე 3 მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა:

1. საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები არავისთან არ გაიმართება.

2. NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

3. NATO არ დაუშვებს რუსეთის მიერ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები