LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატურალური ტყავისგან შექმნილი პროდუქციის დიდი არჩევანი NLROOM-ისგან

93

NLROOM-ი მომხმარებლებს დიზაინერ მარიამ ბიწაძის მიერ შექმნილ ჩანთების ფართო არჩევანს სთავაზობს. LNBSTUDIO კი ფეხსაცმლის ხაზს წარმოადგენს, რომლის დიზაინერიც მარიამ ბიწაძის გარდა, ბეჩუნი ხუბუტიაა. როგორც დიზაინერებმა “ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნეს, პროდუქტი მხოლოდ ნატურალური ტყავისგან იქმნება.

მათივე ინფრომაციით, ჩანთების ფასი 130-350 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ფეხსაცმლის შეძენა მსურველებს 250 ლარიდან შეუძლიათ.

”ამ ეტაპზე, მაღაზია არ გვაქვს, რადგან ჩვენი პროდუქცია უმეტესად საზღვარგარეთ გადის, თუმცა FACEBOOK-ისა და  INSTAGRAM-ის საშუალებით კლიენტებს შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის ნახვა და შეკვეთა. შეკვეთიდან  5 დღეში ჩანთა, ხოლო  7 დღეში ფეხსაცმელი მზადდება”, – განაცხადა ბიწაძემ.

მისივე ინფრომაციით მომხმარებლებს თავად შეუძლიათ ტყავის ფერის შერჩევაც. NLROOM-ის პროდუქციის ნახვა მათ facebook გვერდზეა შესაძლებელი. https://www.facebook.com/NLROOMGEORGIA/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები