ჩინეთში ისტორიული მოვლენა დაფიქსირდა. ისტორიული მოვლენა Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი.
გუანჯოუს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საავადმყოფოში გენეტიკურად მოდიფიცირებული ფილტვი 39 წლის კაცის სხეულში გადანერგეს.
მეცნიერების თქმით, კაცს ტვინი ძალიან მძიმედ ჰქონდა დაზიანებული და მისი აღდგენა შეუძლებელი იყო.
ორგანო ცხრა დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
ოპერაციიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ, ორგანიზმმა სისხლის თეთრი უჯრედების გამომუშავება დაიწყო, რომლებიც ღორის ფილტვში შეიჭრნენ.
მომდევნო დღეების განმავლობაში სხეულმა ფილტვის უარყოფა დაიწყო და მეცხრე დღეს 39 წლის კაცის ოჯახმა ექსპერიმენტის შეწყვეტა მოითხოვა.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით მეტი კვლევებია საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეალური შედეგები.