LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაუსედა: დონბასში შეტევის დაწყების ფონზე, უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება, შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს – ყოყმანის დრო აღარ გვაქვს

95
გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა NATO-ს მოუწოდებს აღმოსავლეთ ევროპაში მეტი ჯარი გაგზავნოს, მათ შორის, ლიეტუვაში.

ამის შესახებ CNN წერს და მიუთითებს, რომ ნაუსედამ ეს საკითხი პარასკევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანნალენა ბაერბოკთან განიხილა, რომელიც ვილნიუსში იმყოფებოდა.

ლიეტუვას პრეზიდენტის ოფისი ამბობს, რომ შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარება, ასევე, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები.

„დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინაში იარაღის სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი ამ ომში. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.

მისივე თქმით, მას სურს გაძლიერდეს ნატო სუვალკის დერეფანში, რომელიც ლეიტუვა-პოლონეთის საზღვარზე მდებარეობს. როგორც ნაუსედა ამბობს, დასავლეთმა უნდა დაუწესოს მეტი სანქციები რუსეთსა და ბელარუსს.

„პუტინს მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან, მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე“ – შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა

ბაიდენი: პუტინმა თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია – პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში

მაკრონი პუტინთან მორიგ დიალოგს არ გამორიცხავს

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g