LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავთობი კვლავ ძვირდება – ინვესტორები ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს აკვირდებიან

109
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მორიგმა გამწვავებამ ენერგეტიკულ ბაზრებზე მყისიერი გავლენა მოახდინა. ნავთობის ფასები 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანში ახალი ავიაიერიშები განახორციელა, რაც რეგიონში კონფლიქტის გაფართოების შიშს აძლიერებს.

Reuters-ის ინფორმაციით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ერთ სავაჭრო სესიაში 97 დოლარს გადაცდა, ხოლო ამერიკული WTI 94 დოლარზე ავიდა. ინვესტორები შიშობენ, რომ სამხედრო მოქმედებების ესკალაცია გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდებაზე და დამატებით რისკებს შექმნის გლობალური ენერგომომარაგებისთვის.

ბაზრების განსაკუთრებული ყურადღება კვლავ ჰორმუზის სრუტისკენაა მიპყრობილი. მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი სწორედ ამ სტრატეგიული მარშრუტით გადაადგილდება. ირანმა უკვე განაცხადა, რომ სრუტე ღია დარჩება, თუმცა ახალი პირობებითა და შესაძლო სატრანზიტო მოსაკრებლებით, რაც ენერგეტიკულ კომპანიებსა და გადამზიდავებს დამატებით გაურკვევლობას უქმნის.

მიმდინარე კრიზისის დაწყებიდან Brent-ის ფასი დაახლოებით 34%-ით, ხოლო WTI-ის ფასი 41%-ით არის გაზრდილი. ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე ე.წ. „გეოპოლიტიკური პრემია“ კვლავ ძლიერია და ნებისმიერი ახალი სამხედრო ინციდენტი ფასების კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, დონალდ ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, ინვესტორები ამ ეტაპზე უფრო მეტად სამხედრო მოვლენებზე რეაგირებენ, ვიდრე დიპლომატიურ განცხადებებზე. ამავე დროს, OPEC+-მა ნავთობის მოპოვების გაზრდის მორიგი გეგმა დააანონსა, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ეს ნაბიჯი ფასების სტაბილიზაციისთვის საკმარისი არ იქნება.

ენერგეტიკული ბაზრების რყევები უკვე აისახება გლობალურ ეკონომიკაზეც. გაიზარდა ავიაკომპანიების, ლოგისტიკური ოპერატორებისა და საწარმოო სექტორის ხარჯები, ხოლო მსოფლიო საფონდო ბირჟების ნაწილი შემცირდა, რადგან ინვესტორები კონფლიქტის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებს აფასებენ.

magti 5g