“ნავთობის ფასმა შესაძლოა გადააჭარბოს 100 დოლარიან ნიშნულს ბარელზე, მსოფლიო ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო”, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ხალედ ალ-ფალეხმა განაცხადა.
“მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რადგან არ შემიძლია წინასწარ გავთვალო, რა მოხდება სხვა მწარმოებლებთან. ოქტომბერში საუდის არაბეთში მოპოვება შეადგენს 10,7 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ 12 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. მაგრამ, თუ ბაზრიდან 3 მლნ ბარელი გაქრება, ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მოცულობის აღდგენას, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნავთობის დასაწყობებული მარაგები”, – აღნიშნა მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ ბაზარი უფრთხის ნავთობის დეფიციტს და თუ ისინი კვლავ განაგრძობდნენ “ოპეკი +”-ის ფარგლებში მოპოვების შემცირებას, ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბებდა. ამიტომაც მიიღეს მათ ეს ზომები.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
