LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაყინი აბედნიერებს – 7 მიზეზი, თუ რატომ არის ნაყინი ძალიან სასარგებლო

714
riztastore-2-7

ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნაყინი არ უყვარს. უგემრიელესი დესერტის ათობით არომატი არსებობს და სასურველი გემოს მოძებნა ყველაზე პრეტენზიულებსაც კი შეუძლიათ.

ზაფხულის პიკი იქნება თუ შუა ზამთარი, შევთანხმდეთ რომ ნაყინს ერთნაირი ბედნიერება მოაქვს და მასზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია.

დიახ, ნაყინი საუკეთესოა და ერთადერთი ნაკლი ალბათ ის აქვს, რომ ყველაზე ჯანსაღი საკვები ნამდვილად არ არის.. თუ არის?

არავის ვარწმუნებთ იმაში, რომ უგემრიელესი დესერტი ისეთივე სასარგებლოა როგორც ჯანსაღი სალათი, თუმცა ის ბევრად უფრო სასარგებლოა ვიდრე ფიქრობთ…

საქმე ისაა, რომ ნაყინი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო  უამრავ ინგრედიენტს შეიცავს, ამიტომ მისი მირთმევისას თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდეთ.

7 მიზეზი, თუ რატომ არის ნაყინი ძალიან სასარგებლო:

ნაყინი შეგიძლიათ ყოველ დღე მიირთვათ და თან წონაშიც დაიკლოთ !  

ნამდვილად სწორად წაიკითხეთ. ABC News–ის კვლევამ აჩვენა, რომ ქალი რომელიც დაბალკალორიულ ნაყინს ყოველდღიურად მიირთმევდა, უფრო მეტად გახდა ვიდრე ისინი, ვინც ამ დესერტზე საერთოდ უარი თქვა.

ყველაფერი კალციუმის დამსახურებაა

კალციუმის შემცველი პროდუქტი ორგანიზმს ჯანმრთელობას უნარჩუნებს და მეტაბოლიზმშიც ეხმარება.

კალციუმის დამსახურებით, წონის მატებაც ნაკლებია.

ნაყინი ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს

ნაყინთან ერთად ორგანიზმში რძე ხვდება. ეს პროდუქტი კი კალციუმის, ვიტამინი D–ს, ვიტამინი A-ს და ბევრი სხვა აუცილებელი ელემენტის წყაროა.

გარდა ამისა, იმის მიხედვით თუ რა არომატს ანიჭებთ უპირატესობას, კიდევ უფრო მეტ ვიტამინს იღებთ. მაგალითად, ვანილის არომატი – ანტიოქსიდანტებითაა სავსე, შავი შოკოლადი კი თქვენს გულს იცავს.

ნაყინი ტვინის სტიმულირებას უწყობს ხელს

ტოკიოს უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საუზმეზე ნაყინის მირთმევა ტვინს საჭირო ენერგიით მუხტავს. ნაყინი ორგანიზმში დოფამინის დონეს ზრდის, სხეული უფრო სწრაფად იღვიძებს და მთელი დღე მხენადაა.

ნაყინი ენერგიის წყაროა

ნაყინი შაქარს შეიცავს, შაქარი კი ენერგიის წყაროა. როგორ? შაქარი გლუკოზას შეიცავს, გლუკოზა კი ორგანიზმის საწვავს წარმოადგენს.

ნაყინი ძვლებს ამაგრებს

კალციუმი რომ ძლიერი ძვლების საფუძველია, ამას მშობლები ბავშვობიდან გვეუბნებოდნენ. ნაყინი კი კალციუმის შემცველია.

ნაყინი იმუნურ სისტემას მუხტავს

ნაყინი რძის პროდუქტია, შესაბამისად ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავს. ინფექციებისგან დაცვა კი იმუნური სისტემის გაძლიერებას ნიშნავს.

ნაყინი აბედნიერებს !

ნაყინი ნამდვილად აბედნიერებს. მას ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნა შეუძლია. ნაყინი ამ დავალებას იმდენად კარგად ასრულებს, რომ ბევრი ექიმი სეზონური დეპრესიის დროს პაციენტებს ნაყინის მომარაგებას ურჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g