LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაყოფია მელიაზე: არ მიმაჩნია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავი ამოწურა, ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ

69
Untitled design (3)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კობა ნაყოფია პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა პარტიაში არჩევნების დანიშვნა დროული არ იყო.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს

როგორც ნაყოფია აღნიშნავს, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას საკუთარი თავი არ ამოუწურავს და ნაყოფია მელიას მხარდამჭერია:

„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე, ამას ვერ იხილავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ვიყავი ადამიანთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველესი ამოცანა სააკაშვილის კლინიკიდან დროული გაყვანაა. აქ საკითხი სიცოცხლის გადარჩენაა.

იმ დღეს, როდესაც სააკაშვილის საკითხი განიხილებოდა და მნიშვნელოვანი იყო, როგორ მოიქცეოდა ხელისუფლება ამ სასამართლოს დასრულების შემდეგ, ჩვენ, სამწუხაროდ და, ჩემდა გასაკვირად, ცალკე ჩატარებული ბრიფინგი ვიხილეთ. ამის შესახებ არც მე, არც პარტიის პრესსამსახურმა და არც თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდით. არ ვიცი, ეს რას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ იყო დროული.

მეტსაც გეტყვით, არჩევნების საკითხი და ახალი სამოქმედო გეგმის საკითხი დიდი ხანია განიხილება პარტიაში. ჩემი აზრით, შესაძლებელი იყო ამის განხილვა შიგნით და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჩემმა კოლეგებმა გააკეთეს.

არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ საკუთარი თავი ამოწურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ.

პარტიას აქვს წესდება, რომლის მიხედვითაც ჩატარდება არჩევნები. ვიცი, რომ მიმდინარეობს მზადება, მაგრამ კონკრეტულ თარიღს ვერ დაგისახელებთ. იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კონსოლიდირებულად იფიქრებენ ქვეყანაში ვითარების შეცვლაზე.

მთავარი ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ნიკა გვარამიას თავისუფლება. ჯობია, ამ აზრის ირგვლივ ვიყოთ კონსოლიდირებული.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე სიღრმისეულად გვესაუბრა, თუმცა ის არ ერევა პარტიის შიდა საქმეებში, ნეიტრალური პოზიცია აქვს. შემიძლია გითხრათ, რომ პარტიაში დანიშნული არჩევნები მისი აზრითაც უდროო იყო“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, რადგან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

გიორგი ბოტკოველი: პარტიაში მიმდინარე არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

ლიდერიც, ხერხემალიც და ჭკუაც ყველა მსჯავრდებულია.. ახალი ლიდერის გამოკვეთაც ვერ შეძლო – წულუკიანი ენმ-ზე

სარჯველაძე ენმ-ზე: დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ.. ეს არის ლოგიკური რეზულტატი და მარცხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები