LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაზი ჯანეზაშვილმა იმდენი ისაუბრა გამჭვირვალობაზე, როდესაც პროცესი თავად შეეხო, უარი თქვა, რაც არაკომპეტენტურობის კარგი მაგალითია: თეა წულუკიანი

65
Untitled design

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაზი ჯანეზაშვილმა იმდენი ისაუბრა გამჭვირვალობაზე, როდესაც პროცესი თავად შეეხო, უარი თქვა, რაც არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია“.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ეს არის გამჭვირვალე პროცესი, სადაც ზოგიერთ კანდიდატს უწევს კომპლექსურ და მძიმე კითხვებზე პასუხი.

წულუკიანის განმარტებით, „ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის პროცესმა დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი გამოიწვია“.

„პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.. ეს არის ერთგვარი შოუ“ – ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა არც ომბუდსმენობის შესარჩევ გასაუბრებაში მიიღებს მონაწილეობას

პროცესი არაჯანსაღია, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი – არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობას გასაუბრების შედეგად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატის შერჩევა სურს: ნაზი ჯანეზაშვილი

„სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა პარლამენტში უპრეცედენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა, რომლის ანალოგიც არ ვიცი სადმე, თუ არსებობს.„ზოგს კი არ მოსწონს ასეთი გამჭვირვალობა და ეშინია, კიდევ საკუთარი არაპროფესიონალიზმის გამოვლენა, ვგულისხმობ ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც იმდენი ისაუბრა ბოლო წლებში გამჭვირვალობაზე, რომ უკვე გამჭვირვალობაზე, როდესაც მას შეეხო საქმე, უარი თქვა. ეს არის არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, თუ როგორ ქადაგებენ ერთს და ემხრობიან მეორეს, მთავარია, მათ ნუ შეეხებათ გამჭვირვალობა და მოთხოვნები. ისინი გამჭვირვალობას სთხოვენ სხვას, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა ეს მათ უნდა შეეხოს.

ვფიქრობ, მიუხედავად მწვავე დებატებისა, რაც ამ შერჩევის პროცესმა გამოიწვია, ეს არის დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი. არც ერთს მხარს არ ვუჭერ, არ მყავს რჩეული კანდიდატი. ვერ მეყოლება რჩეული კანდიდატი, ვინაიდან მმართველმა გუნდმა პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა, ამიტომაც ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში არის მიწვეული გასაუბრებაზე, არის თანასწორ კენჭისყრის პროცედურის წინაშე. უმნიშვნელოვანესია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხარს რომელიმე გვარს და სახელს კი არ ვუჭერთ, არამედ გამჭვირვალე პროცესის შედეგად რომ შეირჩეს ის, ვინც დააგროვებს მეტ ხმას“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ეს არის თავის არიდება.. რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა, თითიდან გამოწოვილი მიზეზია“ – „ოცნების“ დეპუტატები ნაზი ჯანეზაშვილს აკრიტიკებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g