LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NBA-ს ფინალს გოლდენ სტეიტი მოიგებს (ვიდეო)

35

NBA-ს ფინალურ სერიაში ერთმანეთს “გოლდენ სტეიტი” და “კლივლენდი” შეებმებიან.

ტელეკომპანია ESPN-მა კალათბურთზე მომუშავე 29 ჟურნალისტი გამოკითხა და პროგნოზის გაკეთება თხოვა. 22-მა მათგანმა მოქმედი ჩემპიონის “უორიორზის” გამარჯვება იწინასწარმეტყველა (11-მა სერიის ანგარიშად 4:2 დაასახელა, 10-მა – 4:3 და ერთმა – 4:1). დანარჩენმა შვიდმა ჟურნალისტმა კი “კლივლენდის” მხარე დაიჭირა (6-ის აზრით “კავალიერზი” მოიგებს – 4:2, ერთს გონია – 4:3).

საინტერესოა, რომ ESPN’s Basketball Power Index-ის ვერსიით, ფინალური სერიის ყველაზე მოსალოდნელი შედეგია – 4:1 “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ. ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი – “კლივლენდის” 4:0 მოგება.

 

ფინალური სერიის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” შინ “კლივლენდი” 104:89 დაამარცხა.
სერიის მეორე შეხვედრა ისევ ოკლენდში გაიმართება, მატჩი 6 ივნისს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები