LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნებისმიერ დროს შემეძლო შემეწყვიტა იზოლაცია და მეკუნტრუშა საკუთარი შეხედულებისამებრ, აი რატომ გვყავს ამდენი ინფიცირებული”

188
67185615-10219090815446548-4421521423659433984-o

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წევრი, შოთა გუჯაბიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად 3 კოვიდინფიცირებულთან კონტაქტისა, PCR ტესტი არ გაუკეთეს. ამასთან, გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა, მაგრამ 12 დღის გასვლის შემდეგაც არ გაუკეთეს ტესტი.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“იმის გამო, რომ სამ (3), დადასტურებულ კოვიდინფიცირებულთან მქონდა კონტაქტი, ათას ცხელ და ნელთბილ ხაზზე რეკვის მერე დავასკვენი, რომ მე-12 დღემდე ტესტს არავინ გამიკეთებდა და თვითიზოლაციაში გადავედი. დღეს დავრეკე რამდენიმე უკვე დარეკილ ნომერზე და ერთხმად დამიდასტურეს, რომ არც მე-12 დღეს ამიღებდნენ ტესტს, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო შემეწყვიტა იზოლაცია და მეკუნტრუშა საკუთარი შეხედულებისამებრ.
გარდა იმისა, რომ ჩემი სახელმწიფო მიტოვებს არჩევანს მოვიტყუო თუ არა, რომ თავბრუხვევას ვგრძნობ, გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გვყავს დღეში შვიდასი (700) ოფიციალური ინფიცირებული და ვისაც ეს სახელმწიფო გგონიათ, გფარავდეთ ხელვაჩაურის მერის მადლიანი კალთა,”-წერს შოთა გუჯაბიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g