LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად“ – აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ისევ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

255
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი

„ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები, გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი“ – ამის შესახებ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც 22 წლის ბიჭის ბიძამ განმარტა, დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში, კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

„აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ რჩება“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

„ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, თუმცა შეუმცირეს საძილე პრეპარატები. გუშინ დილიდან დაიწყო შემცირება, რომ დაიწყოს გამოღვიძების პროცესი. აქვს მცირედი რეფლექსები: თვალების, ქუთუთოების ხამხამი, თითების მოძრაობა, წამოახველა, შარდის გამოყოფა გაუმჯობესდა. [მდგომარეობა] დღეს საღამომდე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს წესით. ეს ცვლილებები კი დადებითია, მაგრამ ახალ სურათს არ გვაძლევს, რომ დაგვაიმედოს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს ან უარესობისკენ, ან პირიქით, დადებითისკენ, რადიკალურად. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გამოღვიძება, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება გამოღვიძების პროცესი, უფრო უკეთესი და უსაფრთხოა. უცებ გამოღვიძება რეკომენდებული არააო“, – განაცხადა იოსებ ჩანადირმა.

„იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“ – როგორია აქციაზე მძიმედ დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმების განმარტებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა, მას შემდეგ კი ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება.

როგორ დავიცვათ თავი საპროტესტო აქციებზე – არჩილ მარშანიას რჩევები დემონსტრანტებს

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

„აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის, რომელიც აპარატზეა მიერთებული, ორივე მშობელი ემიგრაციაში იმყოფება… შემთხვევამდე ბებოს დაურეკაო“ – რას წერენ ბიჭზე, რომელიც გუშინდელ აქციაზე დაშავდა

საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩატარდა ერთ-ერთი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g