LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, ყოფილი მინისტრი ან რომელიმე სტრუქტურის მუშაკი იქნეს დაბარებული, ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს“ – ვოლსკი სუს-ში დავითაშვილის გამოკითხვაზე 

110
გია ვოლსკი, ლევან დავითაშვილი

„დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

არსებული ინფოთი საქმე უკავაშირდება ერთ ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულრბას

უმრავლესობის წარმომადგენელი, სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას გამოეხმაურა.

„დეტალები არ ვიცით – ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე – პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g