LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს: მეუფე გრიგოლი თბილისი პრაიდთან დაკავშირებულ მოვლენებზე

71
მეუფე გრიგოლი

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა განაცხადა, რომ „გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ, რადგან ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს“.

მისივე თქმით, „საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია და ალბათ იმსჯელებს იმ საკითხებზე, რაც ამ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად“.

„ნებისმიერ შემთხვევაზე უნდა ვისაუბროთ არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ მთლიანად – რა მოხდა. ადამიანი განსაკუთრებით სიფრთხილით ეკიდება იმ წყალობას, რასაც ჰქვია ოჯახი, სახარებისმიერი სიწმინდე. ეს კარგია, მაგრამ კარგი იქნება, რომ ჩვენ არა ამოგლეჯილად სხვადასხვა ცოდვა დავგმოთ, არამედ ზოგადად, ცოდვა დავგმოთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g