LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერი კომპანიის წარმატებას – გონივრული საკადრო პოლიტიკა განსაზღვრავს“ – ჯეფ ბეზოსის ცნობილი გამონათქვამები

561
ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი – მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანია, რომლის წარმატებამ მილიონობით ადამიანი შთააგონა ბიზნესის დაწყებაზე, მით უფრო, რომ საკუთარ გამოცდილებას და ბიზნესის წარმოების მეთოდებს ბეზოსი ყველას ღიად და გულწრფელად უზიარებს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯეფ ბეზოსის გამონათქვამებს:

თუ მხოლოდ იმის კეთება გინდა, რაც ყველაზე კარგად გამოგდის, ჩათვალე, რომ საერთოდ არაფერს აკეთებ.

აზრი არ გაქვს ექსპერიმენტის ჩატარებას, თუ წინასწარ გინდა იცოდე შედეგი.

ხალხის მასისგან განსხვავებული ინდივიდი ყოველთვის კრიტიკის მსხვერპლია, რადგან მასამ იცის, რომ ვერასდროს დაეწევა და მხოლოდ მისი გაკიცხვით იმშვიდებს თავს.

კომპანიის ბრენდი იგივეა, რაც რეპუტაცია ადამიანისთვის, რადგან რეპუტაციის დამსახურება მხოლოდ რთული ამოცანების მარტივად გადაწყვეტით შეიძლება.

მართლაც მაგიური ძალა აქვს სოციალურ ქსელს, რადგან მომენტალურად კლავს ადამიანში ზრდილობის გენს.

ყველაზე დიდი უნიჭობა მიმბაძველობაა, ყველაზე საწყალი და სასაცილო მიმბაძველია, რადგან ისე აქვს შურით გონება დაბინდული, რომ ვერც ხვდება, როგორ აღიარებს საკუთარ არარაობას.

საქმის მცოდნე ბევრია, მაგრამ მათი ფასი – ნულია თუ წარმოსახვა და შემოქმედებითი ნიჭი არ აქვთ.

ყოველ დილას ერთი და იმავე ფიქრით თუ გაიღვიძებ და დაიჯერებ, რომ სწორედ დღეს მოხდება სასწაული, ერთ დღეს ის აუცილებლად მოხდება.

არ მოიძულო ადამიანები, რომელთაც შენი შურთ, რადგან სწორედ ისინი გახსენებენ ყოველდღე, რომ მათზე კარგი ხარ.

წარმოუდგენელია ინოვაციები შეცდომების გარეშე. ის, ვისაც შეცდომის დაშვება არ უნდა ვერც ახალს შექმნის ვერაფერს.

სადაც შენ შეგეშინდება და უკან დაიხევ, იქ სხვა გამოიჩენს სიმამაცეს და შენს გამარჯვებას იზეიმებს.

არ მიაქციო ყურადღება ადამიანებს, ვისაც არ მოსწონხარ, რადგან ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან – ისინი ან ბრიყვები არიან ან შურიანები. ბრიყვები ერთი წლის შემდეგ შეგიყვარებენ, შურიანები კი, მოკვდებიან და შენს უპირატესობას არ აღიარებენ.

თუ გარისკვის გეშინია, მაშინ ოცნებებზეც მოგიწევს უარის თქმა.

თუ დღეს კომპანიაში 5 ადამიანია უკმაყოფილო, ჩათვალე, რომ ხვალ 50, ზეგ კი – 500 ადამიანი გამოთქვამს საკუთარ უკმაყოფილებას და უარს იტყვის მუშაობაზე. თუმცა, საბოლოოდ კომპანიას არა 500-ის პროტესტი, არამედ 5 ადამიანის უკმაყოფილება დაანგრევს.

შეზღუდული აზროვნების ადამიანები ყოველთვის იწუნებენ იმას, რაც თვითონ არ შეუძლიათ და აკრიტიკებენ მათ, ვისაც ვერასდროს გაუტოლდებიან.

საკუთარ თავზე მუშაობა კარგია, მაგრამ არა მარადიულად, ოდესმე „ნამუშევარიც“ უნდა გამოიყენო.

თუ ადამიანებს მოსწონხარ, ე.ი. კარგი ხარ, თუ სძულხარ – ე.ი. მათზე უკეთესი ხარ.

ნებისმიერი კომპანიის წარმატებას – გონივრული საკადრო პოლიტიკა განსაზღვრავს.

ვერცერთი ბიზნესგეგმა ვერ უძლებს რეალობასთან „შეჯახებას“, რადგან  რეალობა ყოველთვის განსხვავდება ფურცელზე შექმნილი ილუზიებისგან.

შეეგუე აზრს, რომ რაც უფრო კარგი ხარ, მით უფრო ნაკლები მეგობარი გეყოლება.