LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის დატოვების დროს, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან სასჯელისგან თავისუფალი, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს – ბრეგაძე

92
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამკურნალოდ, მის საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანის შესახებ ისაუბრა.

„საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს არცერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში და მსგავსი მოწოდებით, ზოგადად, შეურაცხყოფას ვაყენებთ ექიმებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის ფარგლების დატოვების დროს სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან სასჯელისგან თავისუფალი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება, რომელსაც საჭიროებს. საქართველოში შესაძლებელია ყველა იმ დიაგნოზთან დაკავშირებით მკურნალობა, რომელიც აქვს. დანარჩენი, საზღვარგარეთ გაყვანა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g