LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნებისმიერი ქვეყნის საგარეო უწყებას შეუძლია, გადაიყვანოს ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორეზე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას მნიშვნელობას“ – მაკა ბოჭორიშვილი

111
მაკა ბოჭორიშვილი

ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩის თანამდებობის შეცვლაში განსაკუთრებული არაფერია, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას რაიმე მნიშვნელობას.

„ესტონეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ვერ გავაკეთებ განცხადებას. რაც შეეხება ელჩის დანიშვნას სომხეთში, ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყნის პრეროგატივაა. საგარეო უწყებებს შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ გადაიყვანონ ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე. ამაში მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

ჩვენც გვაქვს გარკვეული საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში ხდება დიპლომატების ცვლილება, ზოგან საელჩოები ფუნქციონირებს ხშირად ელჩის გარეშეც, ამაშიც არ არის არაფერი განსაკუთრებული, თუკი ამას თავად ესტონური მხარე არ აძლევს რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g