LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნედ პრაისი: საშობაოდ, ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით პუტინის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი

148
BeFunky-collage (2)

საშობაოდ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში სკეპტიკურად არიან განწყობილი ე.წ. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„ჩვენ სკეპტიკურად მოვეკიდეთ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის განცხადებებს. საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ პუტინის მოწოდებას განვიხილავთ, როგორც ცინიზმს. ვფიქრობ, ეს შეფასება დადასტურდა იმით, რაც ვიხილეთ დღის განმავლობაში. შეშფოთებული ვართ, რომ მოსკოვი შეეცდება, გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერი პოტენციური პაუზა გადაიარაღებისთვის, გადაჯგუფებისა და, საბოლოოდ, ხელახალი თავდასხმისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები