„ნეილ ჰაბ ესთეტიკსში“ ოქტომბრიდან იწყება სასწავლო კურსები – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „ნეილ ჰაბ ესთეტიკსის“ დამფუძნებელმა მაკო ელბაქიძემ ისაუბრა.
რომელი პროცედურებია მოთხოვნადი ნეილ ჰაბ ესთეტიკსში?
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი თავის მოვლის თვალსაზრისით, გახლავთ პერმანენტული მაკიაჟი, რომელიც იძლევა ჩვენს ყოველდღიურ მოსამზადებელ რუტინაში დიდი დროის დანაზოგის გაკეთების საშუალებას.
ჩემთვის განსაკუთრებით სარწმუნო და მისაბაძი ქვეყანა, რომლის წარმოების პროდუქციითაც ვმუშაობთ თითქმის ყველა დარგში, სილამაზის ინდუსტრიაში გახლავთ საფრანგეთი, სწორედ პარიზიდან იღებს სათავეს უკვე ნაკლებ მტკივნეული მოკლე ნემსიანი აპარატით პერმანენტის კეთება, აღნიშნული ნემსი იდეალურად მიესადაგება კონტურულ მაკიაჟს და არც ისე ღრმა კანქვეშა შეღწევით საკმარისად შედის დერმულ შრეში.
პერმანენტული მაკიაჟი იძლევა არა მხოლოდ სრულყოფილი მაკიაჟის არამედ “ნაკლოვანებების” შესწორების შედეგსაც.
რა პლუსი აქვს პერმანენტულ მაკიაჟს?
პერმანენტული მაკიაჟის პლუსებია:
– დროის დანაზოგი
– კოსმეტიკურ პროდუქციაზე დახარჯული თანხის დანაზოგი
– კოსმეტიკურ საშუალებებზე ალერგიისგან თავის არიდება
– კანის მინიმალური ტრავმირება, ვინაიდან ნემსით პიგმენტი აღწევს 0.5-1მმ სიღრმემდე
– მუდმივად გამოიყურებით ლამაზად
საგულისხმოა ისიც, რომ პროცედურამდე ხდება ზონის გაყუჩება ადგილობრივი ანესთეზიური მალამოთი, რომელსაც მინიმუმამდე დაყვანილი. შეშუპება დროებითია. 3-4 დღეში კანი მშვიდდება.
რაც შეეხება თქვენს ფილიალებს, რა სიახლე გაქვთ?
ჩვენი ორივე ფილიალი გახდა კომბინირებული მომსახურებების სივრცე ესთეტიკის სფეროში.
– ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყოფნა არასდროს არის დამღლელი
-ნეილ ჰაბ ესთეტიკსის დაარსების დღიდან დღემდე ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი რაიმე დავზოგოთ ან რაიმე სანახევროდ ვაკეთოთ, ბაზარზე ვდგავართ საკმაოდ მაღალ საფეხურზე
-უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი მუდმივი და ახალი მომხმარებლები ხედავენ უდიდეს განსხვავებას ჩვენსა და სხვა ესთეტიკის ცენტრებს შორის.
– ცხადია, რომ ფასი რიგ შემთხვევებში მომხმარებლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შესაძლოა იყოს, ამიტომ ჩვენს სივრცეებში ყველა მიმართულებით გვიჭირავს საშუალო სტანდარტის ფასი
– ხარისხი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა უმნიშვნელოვანესია.
როგორც ვიცი, ოქტომბრიდან იწყებთ სასწავლო კურსებსაც…
ოქტომბრის თვიდან ვიწყებთ სასწავლო კურსებზე ჩაწერას:
– მანიკურ/პედიკური
– დაგრძელება
– მიდგმული ფრენჩი
– თმის მოვლა
– ლაზეროთერაპია (დიოდი)
– ნემსით/ელექტრო ეპილაცია
– სახის წმენდის პროცედურები: საბაზისო კოსმეტოლოგია
– წამწამების დაგრძელება/ წარბ-წამწამის ლამინირება
– სელფ-მაკიაჟი
კურსებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდზე.