LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარი ფიგუ არ არის

17

”ბარსელონას” ფანებმა ბანერი გამოფინეს – ნეიმარი ფიგუ არ არის.
გულშემატკივრები ასე გამოეხმაურნენ ბრაზილიელის მადრიდის ”რეალში” შესაძლო გადასვლის ხმებს.

კატალონიური კლუბის ქომაგებმა ბანერი ბილბაოს ”ატლეტიკთან” ესპანეთის თასის მატჩში (3:1) გამოფინეს. ამით სამეფო კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მიახვედრეს, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი ”ბლაუგრინას” მოსისხლე მტერში არ გაცვლის, როგორც ეს თავის დროზე პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ გააკეთა.

”ბარსას” ფანები მატჩის დროს ასევე სკანდირებდნენ: ნეიმარ, დარჩი. ნეიმარმა კი ძალიან მაგარი გოლი გაიტანა.

გაგახსენებთ, რომ თავის დროზე, 2000 წელს, ”ბარსელონას” იმდროინდელი ლიდერი და კაპიტანი ლუიშ ფიგუ ფლორენტინო პერესმა ”რეალში” გადაიყვანა და ფიგუმ ყველაზე დიდი მოღალატის იარლიყი მიიკერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები