LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარი “პსჟ”-ს დატოვებს?

99
15444711233851

Diario Sport-ის ინფორმაციით “პსჟ” მზადაა თავის ბრაზილიელ ვარსკვლავს,ნეიმარს 180 მლნ.ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

შეგახსენებთ,რომ თავიდან ფრანგული კლუბი თავის სარეკორდო შენაძენს 300 მლნ.ევროდ აფასებდა,თუმცა ნეიმარის ყოყმანმა იმასთან დაკავშირებით,სურს თუ არა მას პარიზში კარიერის გაგრძელება,გუნდის ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინა.

გავრცელებული ცნობებით,”პსჟ”-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო თვლის,რომ ბრაზილიელის კლუბისადმი დამოკიდებულებამ შესაძლოა სხვა ფეხბურთელებზეც მოახდინოს გავლენა და საერთო ჯამში გუნდი დააზარალოს,სწორედ ამიტომ მან დაარწმუნა პარიზელთა ხელმძღვანელობა,ნეიმარს წასვლის საშუალება მისცენ და მას რეალური ფასი დაადონ.აღსანიშნავია,რომ ფრანგები მხოლოდ იმ კლუბთან აპირებენ მოლაპარაკების დაწყებას,რომელიც მზად იქნება თანხის გადასახდელად,რადგან ბარტერები “პსჟ”-ს არ აინტერესებს.

ნეიმარის გადაბირების ერთადერთ რეალურ კანდიდატად გამოცემა მის ყოფილ კლუბს, “ბარსელონას” მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g