LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარის დაბადების დღე: ყველა თეთრებში, წვეულება ეიფელთან – ხელმძღვანელობა არ მივიდა (ფოტოები)

616
Neymar-28th-Birthday-Party-Paris-2020-3

ბოლო წლებია ნეიმარის დაბადების დღე პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კაშკაშა წვეულება გახდა. გასულ წელს ღირსშესანიშნავი თარიღი ნეიმარმა გიგანტურად აღნიშნა: ყველა სტუმარი წითლებში იყო, თავად კი შშმ პირების ეტლში გაატარა.

წელს ბრაზილიელი როგორღაც ტრავმირებული არ არის, მაგრამ მალე ჩემპიონთა ლიგა უწევს და პსჟ-ს ვარსკვლავს ფრთები დიდად არ გაუშლია. მან არც თუ დიდი კლუბი Yoyo Palais de Tokyo დაიქირავა, რომელი ეიფელის კოშკიდან 5 წუთის სავალზეა და მეგობრებს უხმო. დრეს-კოდი კი დარჩა, ოღონდ ყველანი თეთრებში იყვნენ.

იუბილარი ერთ-ერთი ბოლო მივიდა. ჯვრის ფორმის საყურეები და ვარდისფერი თმები – ნეიმარის ახალი ლუქია, რომელიც „მონპელიესთან“ ბოლო მატჩის წინ აჩვენა.

ოჯახის გარეშე დაბადების დღე არ არსებობს. ნეიმარი-უფროსიც თეთრებში მივიდა.

რა თქმა უნდა იყვნენ თანაკლუბელებიც. უმრავლესობა პსჟ-ს ფეხბურთელები იყვნენ თანამგზავრ ქალბატონებთან ერთად.

ფრანგული გამოცემები წერენ, რომ კილიან მბაპემ მეგობრის დაბადების დღეზე დააგვიანა. ის პარიზის დისნეილენდში იყო ბლეზ მატუიდის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო საღამოზე.

სტუმრების სია ფეხბურთელებით არ შემოფარგლულა. მაგალითად, მივიდა ნეიმარის კარგი მეგობარი, მოდური დიზაინერი ოლივიე რუსტენი, რომელიც ბრაზილიელს აღმაფრენის წყაროდ მოაიხსენიებს.

მოდურ წვეულებაზე ლამაზი ქალებიც იყვნენ მდიდრულ სამოსში.

ყურადღებიანმა პაპარაცებმა შეამჩნიეს: დაბდღეზე არ მისულან პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო, არც კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და არც მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები