ინტერნეტში უცნაური მრიცხველი გაჩნდა – ის ონლაინ რეჟიმში ითვლის ნეიმარის მიერ “პარი სენ-ჟერმენში” გამომუშავებული თანხის ოდენობას. ბრაზილიელის მიერ პარიზში მიღებულმა თანხამ, გუშინ, გვიან ღამისთვის 900 ათას ევროს გადააჭარბა.
ვებგვერდი უცნობი ფრანგი გულშემატკვრების მიერ არის შექმნილი. მთვლელმა უკვე მიიღო სახელწოდება – The Neymar Counter.
პსჟ-ში ნეიმარის შემოსავლის შესახებ ინფორმაციის მიღება ამ ვებგვერდზეა შესაძლებელი – neymar.counters.live