LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარმა და მისმა შეყვარებულმა კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს მისთვის ღალატის ლეგიტიმური უფლება აქვს – ვრცელდება კონტრაქტის პირობები

665
page

ნეიმარმა და მისმა მეგობარმა გოგომ, მოდელმა ბრუნა ბანკარდიმ კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ფეხბურთელს ღალატის ლეგიტიმურ უფლებას აძლევს.

31 წლის ნეიმარს შეუძლია ქალბატონებთან ფლირტი, მათთან ინტიმური კავშირის დამყარება, თუმცა, მთავარი პირობა ისაა, რომ მან სხვას არ უნდა აკოცოს, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ქონდომი და სხვა ქალებთან კავშირი საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ამის შესახებ პრესამ არაფერი უნდა შეიტყოს.

აქვს თუ არა მოდელს ფეხბურთელის ღალატის უფლება, კონტრაქტში ნახსენები არ არის.

ცნობისთვის, ნეიმარი და ბრუნა შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ცნობილი გაზაფხულზე გახდა.

ფეხბურთელს წინა ურთიერთობიდან 12 წლის ვაჟი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები