პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა პელეს საავადმყოფოში მიაკითხა მის გამოწერამდე.
„მეფე“ – ასე მიაწერა ერთობლივ ფოტოს 27 წლის ვარსკვლავმა და ინსტაგრამზე დადო.
მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ 78 წლის პელემ პარიზის საავადმყოფო დატოვა და მზადაა სამშობლოში დაბრუნდეს.
ფეხბურთის მეფეს გადაუდებელი სამედიცინო და ქირურგიული დახმარება დასჭირდა. მან მადლობა გადაუხადა ყველას პოზიტივისა და კეთილი სურვილებისთვის.
პელე სამგზის მსოფლიო ჩემპიონია.
ის პარიზში ჩავიდა, რათა ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა და კილიან მბაპეს შეხვედროდა.