LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას – ჯაფარიძე

102
BeFunky-collage (6)

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნეიტრალიტეტის თემაზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში აფიქსირებს და წერს, რომ ე.წ. ნეიტრალიტეტი სინამდვილეში ნიშნავს უარის თქმას ყველაფერზე, რაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია.

“ანუ, იტყვი ‘ნეიტრალური ვარ’ და მორჩა? შეგეშვებიან?

აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეს?

აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა ყველა პატარა/სუსტმა სახელმწიფომ რომ ეს ეთქვა და დაემთავრებინა ომები დედამიწაზე?

მეოთხე კლასში რატომ არ ვასწავლით რომ ამის თქმა ასეთი მნიშვნელოვანია?

ნეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას

გულუბრყვილობა, ისტორიის უცოდინარობა და დღევანდელი რუსეთის რაობის ვერ გააზრებაა იმის ფიქრი რომ რუსეთის ჩვენდამი დამოკიდებულება განპირობებულია ჩვენი ნატოსკენ სწრაფვით რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ შევძლოთ წარმატებული ლიბერალური დემოკრატიის შექმნა მის საზღვართან, რადგან ამან შეიძლება დააფიქროს რუსეთის მოქალაქეები იმაზე რომ მათაც სურთ ასეთი ქვეყანა, რაც საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ რეჟიმს და მმართველობის ფორმას

რა ვქნათ, ავტოკრატიასა და დიქტატურაში ვიცხოვროთ, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა რომ აქ ჩვენ გვქონდეს წესიერი სასამართლო, რადგან წესიერი სასამართლო შემდეგ ბევრ რამეს ასწორებს ქვეყანაში. მერე რუსებსაც რომ მოუნდეთ იგივე თავისთან?

რა ვქნათ, გავაგრძელოთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ცხოვრება, რუსეთის შიშით? რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გვქონდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რადგან რუსებმაც თუ იგივე მოინდომეს თავისთან, ესეც საფრთხეა იქ არსებული რეჟიმისთვის
რა ვქნათ, შევიზღუდოთ თავი აზრების თავისუფალი გამოხატვისგან, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა მეზობლად წარმატებული, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკა, რადგან ესეც საფრთხეს აჩენს რომ იგივე შეიძლება მოითხოვონ რუსებმა შინ

რა ვქნათ, ჩავრჩეთ კიდევ დიდხანს საბჭოთა საქართველოში როგორც ჩავრჩით ეს 30 წელი, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გვქონდეს ბევრი ფული, ვიყოთ მდიდრები, რადგან მერე შეიძლება ბოლომდე დავიკიდოთ ეგ ბოროტების მოდიფიცირებული იმპერია

რა ვქნათ, დავრჩეთ ღარიბები და განუვითარებლები და ამ ჭაობში დავტოვოთ ჩვენი შვილებიც, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა ჩვენ ოდესმე ვისწავლოთ და შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა, რადგან მერე ვეღარ შეგვაშინებს, ვეღარ დაგვაჩმორებს
რა ვქნათ, დავრჩეთ უღირს ჩმორებად და იმავესთვის გავწიროთ შვილებიც, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა რომ აქ გაიაროს ტვირთებმა, ნავთობმა, გაზმა, მაგიტომ ჩაკლა ანაკლიის პროექტიც, რადგან თვითონ აქვს ინტერესი სატრანზიტო ფუნქციის შესრულებაში

კაჭკაჭიშვილი: ნატოს პოტენციური წევრობა უკეთესია თუ ე.წ. ნეიტრალიტეტი? რა თქმა უნდა, პოტენციური წევრობა, არავითარი ფარ-ხმლის დაყრა!

"ხომ ყველა ვხედავთ, რომ ნატოს და ინდივიდუალურად მისი წევრების დახმარება რომ არა (პირველ რიგში, სწორედ სამხედრო თვალსაზრისით), უკრაინა ამხელა წინააღმდეგობას ვერ გაწევდა და რუსეთს უკვე ექნებოდა გამარჯვება ნაზეიმები?"

რა ვქნათ, ყველაფერზე უარი ვთქვათ რამაც შეიძლება ფული მოგვიტანოს, რუსეთის შიშით?

რუსეთს არ უნდა აქ არჩევნებით იცვლებოდეს ხელისუფლება, რადგან რა გარანტია აქვს რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება უარს არ იტყვის ‘ნეიტრალიტეტზე’ და მუხლებზე დგომაზე?

რა ვქნათ, გავაუქმოთ არჩევნები და დავმორჩილდეთ რომელიმე ქართველ ‘კადიროვს’, რუსეთის შიშით?
რუსეთს არ უნდა რომ ჩვენ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი

რა ვქნათ, უარი ვთქვათ ყველაფერზე რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა მართლა სისხლი ღვარეს, მართლა სიცოცხლეები დათმეს, მართლა იომეს ბევრჯერ – რუსეთის შიშით?

ე.წ. ნეიტრალიტეტი სინამდვილეში ნიშნავს ამას – უარის თქმას ყველაფერზე რაც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია და თანხმობას მონობაზე, განუვითარებლობაზე, სიღატაკეზე

რაც დასრულდება რუსეთის მხრიდან ჩვენი ჩაყლაპვით როგორც კი ამის ხელსაყრელი მომენტი დაუდგება ეგაა ‘ნეიტრალიტეტი’

როგორ შეიძლება საკუთარი ისტორია და დღევანდელი რუსეთი (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) იმდენად არ გესმოდეს რომ ამას ვერ ხედავდე?

პ.ს. უკრაინის მაგალითი:

– 2010 წლის თებერვალში პრეზიდენტად აირჩიეს იანუკოვიჩი
– 2010 წლის აპრილში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუგრძელდა სევასტოპოლში ბაზირების ვადა 25 წლით (ბუნებრივ აირზე 30%–იანი ფასდაკლების სანაცვლოდ)
– 2010 წლის მაისში იანუკოვიჩი დათანხმდა რუსული ‘გაზპრომისა’ და უკრაინული ‘ნაფტოგაზის’ ნაწილობრივ შერწყმას
– 2010 წლის ივნისში უკრაინის რადამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში მიზნებიდან ამოიღო ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და ნატოს წევრობა
– 2013 წლის აგვისტოში რუსეთმა პრაქტიკულად სრულად დაბლოკა უკრაინული იმპორტი ევროკავშირისკენ (არა ნატოსკენ) სწრაფვის გამო

‘უკრაინისთვის დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები იყო გამაფრთხილებელი სიგნალი მიმართული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის სუიციდური ნაბიჯისკენ’ – სერგეი გლაზევი, პუტინის უფროსი ეკონომიკური მრჩეველი (ეკონომისტი, 24 აგვისტო, 2013)

იანუკოვიჩი რუსეთს დაუწვა ბოლომდე, მაგრამ ამით კრემლის ქცევა არ შეცვლილა, პირიქით”, – წერს ზურა ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g