LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილი: „დღეს, ქოცობა უკვე დაცემული ფასეულობების სინონიმად იქცა, რაც საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს. მათი მცდელობები, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, მხოლოდ საკუთარი სისუსტის გამოხატულებაა!..“

285
ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარე გამოსვლებს ეხმიანება:

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად ვაპროტესტებთ და ვცდილობთ ჩვენი უფლებების დაცვას, ძალადობასთან კავშირი არ გვაქვს. ვინც სხვაგვარად წარმოგვაჩენს, მათ არ აქვთ ნამდვილი არგუმენტები და ცდილობენ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ!

დღეს, ქოცობა უკვე დაცემული ფასეულობების სინონიმად იქცა, რაც საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს. მათი მცდელობები, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, მხოლოდ საკუთარი სისუსტის გამოხატულებაა!

მათი დაბალი ხარისხის ირონია მდარე შეურაცხმყოფელი რიტორიკა და ცილისწამება ვერ შეგვაჩერებს. სატანის მონები რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ძალადობრივ დაჯგუფებად მოგვიხსენიებენ, ეს მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა!

დაიცავი შენი შვილის საქართველო შენი შვილისთვის!

შენი შვილისთვის თვალებში შეხედვის არ უნდა გიტყდებოდეს!

გამოდი დღეს! ჩვენთან ერთად დადექი! სახლში ჯდომა მაგრა ტეხავს!“

ცნობისათვის, საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 28 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.

28 ნოემბრიდან დღემდე, უკვე მე-6 დღეა, რაც დედაქალაქში აქციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. თბილისთან ერთად, საპროტესტო გამოსვლებია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g