მომღერალი ნეკა სებისკვერაძე წერს, რომ მისი აგარაკი გაქურდეს და მადლოაბს უხდის შშს-ს იმისთვის, რომ მათ ეს საქმე სწრაფად გამოიძიეს.
„მადლობა არასდროსაა ზედმეტი…
რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა, ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ გეცოდინებათ რამხელა სტრესიცაა. წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა, დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის, გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა. განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“.