„ნელ-ნელა ყველა გაიგებს რომ ეს პროტესტი მიმართულია არა ვითომდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად, როგორც თავიდან დაბრენდეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, და რეალურად უცხოური ძალების აგენტურამ საქართველოში, არამედ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთვის“ – განაცხადა რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა. სეფაშვილმა გადაცემაში “დღის თემა” თქვა, რომ ხელისუფლება არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, რადგან ევროინტეგრაციის პროცესი არათუ შეჩერდა არამედ უფრო ინტენსიური გახდა, პროტესტს კი არანაირი ფასეულობა არ აქვს.
„ამას ნელ-ნელა იგებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პოსტავდნენ ტიკ-ტოკზე და სხვადასხვა მედიის პლატფორმებზე ვიდეოებს, სადაც ამბობდნენ, რომ ამ ძალადობაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
რეალურად მიზეზი ამ გამოსვლების არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა, ანუ სახელმწიფო გადატრიალება და არავითარი ევროინტეგრაცია მათ არ აინტერესებთ” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა რადო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.