მომღერალი, ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს ბებოს დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
ემოციურ წერილში ნინი ამბობს, რომ გამზრდელი ბებო, რომელიც მისთვის ძვირფასია ძალიან ენატრება:
„9 თვიდან 9 წლამდე შვილივით გამზარდა, მის გარდა მშობლებიდან აღარავინ დამრჩა. მე კიდე ათასობით კილომეტრის მოშორებით ვარ და ვერ ვნახულობ, ვერ ველაპარაკები ყოველ დღე, ძალიან მიყვარს და როგორც მიყვარს ეს მარტო მე ვიცი.
ტელეფონის ხმარებაც არ იცის, როგორ დავურეკო და დაველაპარაკო ხოლმე მესინჯერიდან. ნელი ბებო, გილოცავ დაბადების დღეს, შენ მაინც აუცილებლად უნდა მყავდე 100 წელი. ერთი შენღა დამრჩი ვისაც შემიძლია დედასავით ჩავეხუტო.
დედასავით რა შენ ჩემი დედაც იყავი, როცა მზრდიდი შვილივით, ნელიმ მასწავლა სიმღერაც, წერაც, კითხვაც და მის ხელში ავიდგი ფეხი. მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის. გილოცავ დაბადების დღეს. მალე გნახავ“, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.
9 თვიდან 9 წლამდე შვილივით გამზარდა, მის გარდა მშობლებიდან აღარავინ დამრჩა ❤️ მე კიდე ათასობით კილომეტრის მოშორებით ვარ…
Posted by Nini Shermadini on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024