LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი ფურტადო Youtube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” პირველად შევიდა

210
crclk6zs3p1t

ნელი ფურტადოს სიმღერაზე – Say It Right გადაღებული კლიპი, რომლის პრემიერა 2009 წლის 17 ივნისს შედგა, Youtube-ის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა.

მუსიკალური რგოლი 15 წლის წინ, ბრიტანულმა დუომ – Rankin & Chris ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ცათამბრჯენზე გადაიღო. ვიდეო, რომელშიც Timbaland-იც მონაწილეობს, კანადელი არტისტის პირველი ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია.

ცნობისთვის, Say It Right, რომელმაც ,,გრემიზე” ,,ქალის საუკეთესო პოპ ვოკალური პერფორმანსის” ნომინაცია მიღო, ნელი ფურტადოს მესამე სტუდიურ ალბომში – Loose შედის. დისკი 2006 წლის 7 ივნისს გამოვიდა.

ნელი ფურტადოს მუსიკალური კარიერა სტარტს 1996 წლიდან იღებს. მან მსოფლიო აღიარება 2000 წელს, სადებიუტო სტუდიური ალბომის –  Whoa, Nelly! სინგლებით – I’m Like a Bird და Turn Off the Light მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები