LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნელი ფურტადომ, წონის მიმართ ბულინგის გამო, სცენიდან წასვლა გადაწყვიტა?

133
ნელი ფურტადომ, წონის მიმართ ბულინგის გამო, სცენიდან წასვლა გადაწყვიტა

46 წლის ნელი ფურტადომ სცენიდან წასვლის შესახებ განაცხადა. სოციალურ ქსელში მან გულშემატკივრებს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა:

„ამდენი ადამიანის მიერ ჩემი მუსიკის ხელახლა აღმოჩენა წარმოუდგენელი იყო და დიდი სიხარული მომიტანა. ძალიან ვისიამოვნე სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობით და კარგი მუსიკის მარადიული ძალის ახლოდან დანახვით. ამან ისევ დამაჯერა მაგიის“ – განაცხადა ფურტადომ.

ამავდროულად, არტისტმა გადაწყვიტა, სცენაზე გამოსვლა შეწყვიტოს, რათა კონცენტრირდეს შემოქმედებაზე და პირად მიზნებზე, რომლებიც, მისი აზრით, უფრო შესაფერისია მისი ცხოვრების ამ ახალი პერიოდისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მთლიანად უარს ამბობს შემოქმედებით საქმიანობაზე:

„მე ნამდვილად მსიამოვნებდა ჩემი კარიერა და დღემდე მიყვარს მუსიკის წერა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს ჰობი იყო, რომელიც გამიმართლა, პროფესიად ვაქციე“ – აღნიშნა ნელიმ.

მომღერლის გულშემატკივრები ეჭვობნენ, რომ მან შესაძლოა, სცენაზე გამოსვლაზე უარი მისი წონის მიმართ ბოლო დროს გამოთქმული კრიტიკის გამო თქვა. აგვისტოში Suikerrock-ისა და Boardmasters-ის ფესტივალებზე მისი გამოსვლების შემდეგ, ნელის ფოტოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

„ზედმეტი კილოგრამებიც კი გიხდება“ – რადიკალურად შეცვლილი ნელი ფურტადო ფოტოების სერიას ავრცელებს

ფოტო: „ნელი ფურტადო თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სხეულში“ – 47 წლის არტისტის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია

ნელი ფურტადოს წარმოუდგენელი ცვლილება – 47 წლის არტისტის ცნობა შეუძლებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები