შაბათს, კორნუოლში გამართულ Boardmasters-ის ფესტივალზე 2000-იანი წლების პოპ-ვარსკვლავი, ნელი ფურტადო გამოჩნდა. 47 წლის არტისტის ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მან ბოლო პერიოდში წონაში საგრძნობლად მოიმატა.
ნელი ფურტადომ ახალი ფოტოები გაავრცელა და გამომწერები შოკში ჩააგდო
მიუხედავად წარმოუდგენელი ცვლილებებისა, ფურტადო საკმაოდ გულახდილი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი სცენაზე. მას ხაკისფერი ბოდე და ამავე ფერებში გადაწყვეტილი ბეწვის მოსაცმელი ამშვენებდა.
ჰიტის I’m Like a Bird-ის შემსრულებელი სცენაზე მაქსიმალურად დაიხარჯა და არაერთი სიმღერა ენერგიულად შეასრულა.
შეგახსენებთ, გასულ წელს მან 7 წლიანი პაუზის შემდეგ ალბომი, „7“ გამოუშვა. დისკის მთავარი ჩანაწერია, Love Bites, რომელიც Tove Lo-თან და SG Lewis-თან კოლაბორაციას წარმოადგეს.
დიდი ხნის შემდეგ, ნელი ფურტადო ახალ დისკს გამოუშვებს










