ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადგინა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დაბალი სიჩქარით გამოწვეული ავარიების რაოდენობა 75%–ით გაიზარდა და ბუნებრივია, დაზარალებულთა თუ დაღუპულთა რიცხვმაც იმატა.
როგორც გამოცემა Daily Star აღნიშნავს, მხოლოდ გასულ წელს ათობით ადამიანი დაზარალდა იმ ავარიებში, რომელთა გამომწვევი მიზეზიც ერთ–ერთი მონაწილის ზედმეტად ნელი სიარული იყო.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში მოქმედი კანონის მიხედვით დაბალი სიჩქარით მოსიარულე მძღოლებიც ჯარიმდებიან და ჯარიმა – 100 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. თუმცა, ზოგიერთ მძღოლს ეს ფაქტიც ვერ აიძულებს რომ სიჩქარეს მოუმატოს.
ნელი მძღოლი იმაზე არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს ვიდრე მოყვარული მრბოლელი. სიარულის ასეთი მანერა გარშემომყოფებს ძალიან აღიზიანებს და ბევრ მძღოლს გასწრება უწევს, მიუხედავად იმისა სურს ეს თუ არა.