LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნენსკრა ჰიდრო” ჭუბერში დამატებით ტექნიკას გაგზავნის

83

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს “ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში მძიმე ტექნიკის 8 ერთეულს გაგზავნის.

კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკით უზრუნველყოფას საპროექტო კომპანიის სუბკონტრაქტორი – „ქართული სამშენებლო კონსურციუმი“ ახორციელებს.

შეგახსენებთ, ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, ჭუბერში, სადაც „ნენსკრა ჰესის“ პროექტი ხორციელდება, სოფლის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა, დაზიანდა გზები და ხიდები. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას გულისხმობს, დროებით შეჩერებელი იყო, თუმცა მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სოციალური პროექტებსა და მიწის გამოსყიდვაზე.

„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, – აცხადებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები