LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნენსკრაჰესის“ მშნებელობის პროცესი დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება

40

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში სამხრეთ კორეული უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ის ვიცე-პრეზიდენტი ვონ ჩეოლ პარკი, ბიზნეს დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი ჰიანგ ჩინ კინი და Nenskra Hydro-ს უცხოური ბიზნეს სამმართველოს გენერალური მენეჯერი მიიღო.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს.  სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის „ნენსკრაჰესის“ მშნებელობის პროცესი დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.

”K-Water-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იმ შეხვედრის სწრაფი გამოძახილია, რომელიც სამხრეთ კორეაში „საპარტიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ დეიჯიონში K-Water-ის სათავო ოფისში შედგა. დავით საგანელიძე კორეაში K-Water-ის პრეზიდენტს ჰაკ-სოო ლი-ს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრას“ ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმბანკი“ მონაწილეობენ“, – აღნიშნულია „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g