LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეოლიბერალური ფაშიზმი“ – ეკა სეფაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

150
fot (1)

„ეს არის ნეოლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც ამ ბოლო დროს გახშირდა ჩვენს სინამდვილეში. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას მიზანმიმართული, დაფინანსებული პიარკამპანია,“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შეაფასა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტების გახშირება ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება.

„ასეთი მოვლენების გახშირება უკავშირდება იმას, რომ საქართველო რეალურად ხელშესახებ შედეგებს აჩვენებს. ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, ნებისმიერ ფასად, იქნება ეს სისხლიანი რევოლუცია თუ მსგავსი აგრესიის ხელშეწყობა ნიშნავს, რომ ისინი კარგავენ იმედს, რომ ჰყავთ მომხრეები. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორ ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს პირნათლად“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.

სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან გადმოფინა ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან“ და რუსული რუბლები გადმოყარა.

სარჯველაძე: ყველას სახელით ბოდიშს ვუხდი ბავშვებს, რომელთაც დღეს დიდი სტრესი განიცადეს – ყველაფერს აქვს თავისი ეთიკა, მაგრამ ზოგიერთი უზნეო საქციელიც საზღვრებს სცდება

ვიდეო: მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა – „არა რუსულ რეჟიმს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები