LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეტა იქ სიცივე ხომ არ არის?!… ნეტავ იქ ამინდები ასე თუ იცვლებიან – დიკო სალაყაია გარდაცვლილ დას იხსენებს

1916
Untitled design - 2022-01-03T111008.309

პოეტ დიკა სალაყაიას და, ბაკო სალაყაია 6 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

დიკა დის გარდაცვალებით გამოწვეულ დარდს სოციალურ ქსელში მეგობრებს უზიარებს.

„სახლში ხარ… ყველგან

წელს ვერ დავითვალე წუთები, სანამ სახლამდე მოხვიდოდი… შენი მანქანის ხმას თითქოს ინტუიციით ვგრძნობდით და მერე ბავშვების ჟრიამულიიი…
ბაკო მოვიდააააა

შენი საყვარელი ლუსი შემოვარდებოდა ხოლმე, მერე ელისაბედი და ბოლოს შენ შეომოანათებდი… მოხვდი დეო – გაბრწყინებული გტყოდა დედიკო…

ახლა ზის და ლოცვებს გიკითხავს, ოღონდ სხვა ლოცვეეებს, ტკივილიანს და ცრემლებით გაჟღენთილს…

წელს არ მოხვედი… არ მოიტანე მზე და სითბო
წვიმს და ვფიქრობ…

ნეტა იქ სიცივე ხომ არ არის?!…
ნეტავ იქ ამინდები ასე თუ იცვლებიან
ნეტავ…“ – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.