“ბევრი ქვეყანა აკეთებს ვაქცინას, ვნახოთ ვისი უკეთესი იქნება, როგორ იმუშავებს, ვისაც ეშინია, რომ დაჩიპავენ, შემიძლია დავაწყნარო, ნეტა, ვაქცინა იმათ ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება რომ აიცრან,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის შეფასებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ვირუსის პირველი ტალღა სუსტი იყო და მომავალშიც, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა უსაფრთხოების წესებს დაიცავს, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის.
“ჩვენ პირველი ტალღაც არ გვქონია. ის რაც იყო, თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, ალბათ, იმას პირველ ტალღასაც ვერ დავარქმევთ. დღევანდელ მდგომარეობას მეორეს დავარქმევთ, მეცხრეს თუ მეცამეტეს ამას მნიშვნელობა არ აქვს. აცივებამდე, შემოდგომის მეორე ნახევრამდე არ ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი მატება იქნება ქვეყანაში, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს წესების დაცვას”,- განაცხადა იმნაძემ “POSTV”-ის ეთერში.
44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან: ეზუგბაია
პაატა იმნაძემ მესტიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლობა ანალიზებს აბარებს და ამ მხრივ, პრობლემები არ იქმნება.
რა ვითარებაა მესტიაში – შსს განცხადებას ავრცელებს
“მესტიაში მოსახლეობის დამყოლობა ძალიან კარგია. მადლობა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ანალიზების ჩატარებაში გვეხმარება. ვფიქრობთ, მალე შევძლებთ ვთქვათ, რა მასშტაბის გავრცელება გვაქვს სვანეთში”,- აცხადებს პაატა იმნაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვამ 1 264-ს მიაღწია , გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი და საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსი 1 054-მა ადამიანმა დაამარცხა.