TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე საფრანგეთში იმყოფება, სადაც კანის კინოფესტივალს ესწრება.
თამო ვაშალომიძის წითელ ხალიჩაზე გამოჩენა მის გულშემატკივრებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და სოციალურ ქსელში გულთბილი კომენტარებით გამოირჩევიან.
თამო „ინსტაგრამზე“ წერს, რომ ყოველი გამოსვლის წინ ძალიან ნერვიულობს. მისივე განცხადებით, არასდროს ნებდება და სულ იბრძვი, რადგან ასეთი ცხოვრებამ გახადა.
„ნეტავ იცოდეთ ყოველი გამოსვლის და შეხვედრის წინ როგორ ვნერვიულობ. პირველ დღეს ფეხის კანკალი დამეწყო მანქანაში. ჩემს თავთან მქონდა დიალოგი რომ „თამო“ არ უნდა შემერცხვინა რა უფლებით ❤️ არის შემთხვევები როდესაც ვარ სუსტი, ცუდად, მაგრამ გადამაქვს საქმეში. რა ვქნა არ მაქვს სხვა გზა რომ დავნებდე ❤️ ხანდახან არ ესმით ჩემი რომ ქალი ვარ და არ უნდა ვიბრძოდე რა ვქნა ასეთი ცხოვრებამ გამხადა სულ ბრძოლაში ამას ვერავინ გამიგებს ვინც ჩემი გზა არ გაიარა ❤️“, – წერს თამო ვაშალომიძე.
