LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე“ – სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძის განცხადებაზე

217
Untitled design (6)

„ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელის პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ასევე, საინტერესოა, „რა ითქმის მათზეც, ვინც მორჩილად იმეორებს ამ უაზრობებს“.

„ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ”,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, აღნიშნული განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით თქვა, რომ „ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა – ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები