რამდენიმე თვის წინ, 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის უდიდესი ტრაგედია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ“ – ზუგდიდის მერის სამძიმარი ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს
ერთ-ერთი გარდაცვლილი მარიამ დოხნაძეა, რომელიც მომღერალ მარიამ შენგელიას მეგობარი იყო.
„ჩემო პრინცესა, მომავალ შეხვედრამდე“ – ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ მარიამ დოხნაძეს მარიამ შენგელია ემშვიდობება
მომღერალი გარდაცვლილ მეგობარს სოციალურ ქსელში იხსენებს და წერს:
„ჩემი გოგო, ნეტავ რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ ეს ყველაფერი დავიჯერო, მარო სულ ვფიქრობ შენზე, არ მავიწყდები“, – წერს მარიამ შენგელია.
„მადლობა ჩემო მეგობრებო, ვიცი, როგორ გტკივათ, მე ამაყი დედა ვარ, უფალმა მარიამის დედობა მარგუნა“ – ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილ მარიამ დოხნაძეს დედა ემოციურად ემშვიდობება